მსოფლიო გალერეაა

ჩვენ შესახებ

გალერი თრეველ თბილისი ტურისტული ბიზნესჯგუფის წევრია, რომელიც ტურისტულ და სასტუმრო კომპანიებს აერთიანებს. თბილისში გალერი ჯგუფი წარმოდგენილია გალერი ჰოსტელ თბილისითა და ტურისტული სააგენტო გალერი თრეველით.

ჯგუფი 2013 წელს დაფუძნდა და დინამიკურად ვითარდება ტურიზმის სფეროში.

გალერი თრეველ თბილისის მისიაა, ხელი შეუწყოს ადამიანებს პოზიტიური შთაბეჭდილების მიღებასა და დაუვიწყარ დასვენებაში. მიგვაჩნია, რომ მსოფლიო გალერეაა, რომლის დათვალიერებაც ცხოვრების ერთ-ერთი მიზანია.

ავიაბილეთები

გალერი თრეველ თბილისი ბილეთებს ყველა მიმართულებით გთავაზობთ. სააგენტოს ხელშეკრულებები საქართველოში მოქმედ ყველა ავიაკომპანიასთან აქვს გაფორმებული. გალერი თრეველ თბილისში ავიაბილეთების შეძენა ნებისმიერი ქვეყნის შიდა რეისებზე შეგიძლიათ.

დამატებით ჩვენს მომხმარებელს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მატარებლის ბილეთების შეძენასაც ვთავაზობთ.

ავია და მატერებლის ბილეთების შეძენა გალერი თრეველ თბილისში ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, სპეციალური ცხელი ხაზის +995 557 381 884 დახმარებითაა შესაძლებელი. მსურველები ბილეთების ადგილზე მიტანის სერვისითაც სარგებლობენ.

სავიზო მომსახურება


დაზღვევა

გალერეა თრეველი გთავაზობთ ყველა ტიპის დაზღვევას თქვენი მოგზაურობისთვის.
ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ საზღვარგარეთ მოგზაურობის, ბარგისა და შიდა ტურების დაზღვევა.


დაზღვეულს სადაზღვევო სიტუაციის დადგომის შემთხვევაში,
50 000 დოლარამდე თანხის მოთხოვნა შეუძლია.

ტურები საზღვარგარეთ

გალერი თრეველ თბილისი დაგიგეგმავთ მოგზაურობას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თქვენთვის სასურველი ტური მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში.

ჩვენ მუდმივად გვაქვს სპეციალური შეთავაზებები პაკეტურ ტურებზე: თურქეთი, ეგვიპტე, შრი ლანკა, მალდივები, დუბაი.

შეგირჩევთ ზამთრისა თუ ზაფხულის თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ტურს, რათა თქვენი მოგზაურობა უფრო მეტად კომფორტული და დაუვიწყარი გახდეს.

გალერი თრეველ თბილისი დაგეხმარებათ მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში სასტუმროს დაჯავშნასა და აეროპორტიდან ტრანსფერში.

ტურები საქართველოში

საქართველოს სტუმრებსა და არა მარტო მათ, გალერი თრეველ თბილისი გთავაზობთ დაუვიწყარ ტურებს საქართველოს ყველა რეგიონში.

ჩვენი ტურისტების რჩეული ადგილებია: სტეფანწმინდა და ყაზბეგი, გორი და უფლისციხე, თბილისი და მცხეთა, სიღნაღი და დავით გარეჯა, ბათუმი და სარფი, ახალციხე და ვარძია, მესტია და უშგული, მარტვილი და ზუგდიდი, ქუთაისი და გელათი, შატილი და ხევსურეთი.

გალერი თრეველ თბილისი გთავაზობთ ღვინის, საცხენოსნო, ჩიტების გადამფრენ და სხვადასხვა სპეციალური ტურის ორგანიზებას.

ჩვენი გიდები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ენებზე საუბრობენ.

შემოგვიერთდით და მიიღეთ ჩვენი შემოთავაზებები ფეისბუქის გვერდზე

კონტაქტი

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 15
ტელ. (+995 32) 2 240 034; (+995) 557 381 884
ფეისბუქი: www.facebook.com/GalleryTravelTbilisi
ელ. ფოსტა: gallerytraveltbilisi@gmail.com